logo
ENG



"ეცადეთ არაპროვოკაციული კითხვები დასვათ"- დეპუტატ ლაშხის "რჩევები" მედიას

28 ივნ 202312:42
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი მარიამ ლაშხი ჟურნალისტებს "ურჩევს", "არაპროვოკაციული" შეკითხვები არ დასვან, რადგან მისი აზრით, ეს "პოლარიზაციას აღვივებს".

"მეც მოგიწოდებთ მედიას იმისათვის, რომ კიდევ მეტად არ გაღვივდეს პოლარიზება, ეცადეთ არაპროვოკაციული კითხვები დასვათ, რომ არ მიიღოთ შესაბამისი პასუხები, რაც კიდევ მეტად აღვივებს [პოლარიზაციას]"- თქვა ლაშხმა.

ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს ნინო წილოსანის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ დარწმუნებულია, მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია შეასრულებენ დაპირებას მათ მიმართ, ვინც პრორუსებს დაუძახებენ.

ლაშხი ამ საკითხზე ფიქრობს, რომ საქართველოში ირლანდიის მსგავსი პრაქტიკა უნდა დავნერგოთ, სადაც მისივე თქმით, "პირდაპირაა გაწერილი, პარლამენტში დეპუტატებმა რა სიტყვები არ უნდა ეძახონ ერთმანეთს"

"ძალადობის მოწოდება არ შეიძლება იყოს არცერთი მხრიდან, შესაბამისად, ვგმობ ყველანაირ ძალადობას. როდესაც ხდება ოპონენტების მხრიდან რუსების ძახილი, არაა სწორი. ცოტა ხნის წინ ირლანდიის წარმომადგენლობა გვყავდა და ზუსტად ჰქონდათ გაწერილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, რაც საქართველომ უნდა გადმოიღოს, პირდაპირაა გაწერილი პარლამენტის ეფექტური მუშაობისათვის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები და ერთმანეთის მიმართ მსგავსი ტიპის ძახილები არ შეიძლება რომ იყოს. ეს დაცლიდა... ძალიან მივესალმები იმას, რომ ირლანდიის პრაქტიკა დავნერგოთ - გაწერილია ეთიკის კოდი, სადაც წერია, რომ პარლამენტის მსვლელობისას, არამხოლოდ დეპუტატები, არამედ პარლამენტის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია ხელი მოაწეროს და გაწერილია პირდაპირ, რა სიტყვები არ უნდა ეძახონ ერთმანეთს"-  თქვა ლაშხმა.


close დახურვა